
კანადის ვიზა მომსახურება
თქვენი გზა კანადისკენ იწყება აქ!
ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ დახმარებას კანადის ვიზის განაცხადის მომზადებაში. ჩვენი მიზანია, პროცესი იყოს მარტივი, ორგანიზებული და კომფორტული.
სერვისის ღირებულების მისაღებად აუცილებელია წინასწარ თქვენი ადგილის დაჯავშნა.
კანადის ვიზის საბუთები და პროცესი
კანადის ტურისტული ვიზა (Visitor Visa)
თუ გეგმავთ კანადაში მოგზაურობას ტურისტული მიზნით, მეგობრების ან ოჯახის წევრების მოსანახულებლად, აუცილებელია შესაბამისი ვიზის მიღება.
აპლიკანტმა რა უნდა მოამზადოს?
-
მოქმედი პასპორტი
-
შევსებული სავიზო განაცხადი
-
ციფრული ფოტოსურათი
-
ბოლო 3–6 თვის საბანკო ამონაწერი
-
დასაქმების ცნობა ან ბიზნესის რეგისტრაციის დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
-
მოგზაურობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები
-
სასტუმროს ჯავშანი ან მასპინძლის მოწვევის წერილი
-
მოგზაურობის სავარაუდო მარშრუტი
-
ოჯახის, სამსახურის ან სხვა კავშირების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ვიზიტის დასრულების შემდეგ დაბრუნდებით საცხოვრებელ ქვეყანაში
-
სხვა დამატებითი დოკუმენტები, თუ ამას საიმიგრაციო სამსახური მოითხოვს
ტურისტული ვიზის განხილვის ვადა
განაცხადის განხილვის დრო დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, საიდანაც ვაკეთებთ განაცხადის შეტანას, განაცხადების რაოდენობასა და ინდივიდუალურ გარემოებებზე. ზუსტი ვადები რეგულარულად იცვლება, ამიტომ რეკომენდებულია მათი გადამოწმება კანადის ოფიციალურ სისტემაში. განაცხადის სრულყოფილად წარდგენა ხშირად ამცირებს დამატებითი მოთხოვნების და შეფერხების რისკს.
ჩვენი მომსახურება
ჩვენ დაგეხმარებით
-
ვიზის ტიპის სწორად შერჩევაში
-
საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის მომზადებაში
-
განაცხადის შევსებაში
-
დოკუმენტების გადამოწმებასა და მოწესრიგებაში
-
განაცხადის წარდგენის პროცესში კონსულტაციის გაწევაში
შენიშვნა: ვიზის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანადის საიმიგრაციო სამსახური (IRCC). ჩვენი მომსახურება მოიცავს დოკუმენტაციის მომზადებასა და საკონსულტაციო მხარდაჭერას განაცხადის ყველა ეტაპზე.
დასაჯავშნათ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე სამუშაო საათებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 18:00 საათამდე.