ბრიტანეთის ტურისტული ვიზა
ბრიტანეთის ტურისტული ვიზა განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც გეგმავენ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას ტურიზმისთვის, ოჯახის ან მეგობრების მონახულებისთვის, მოკლე ბიზნეს ვიზიტისთვის ან ღონისძიებებზე დასასწრებად. ვიზა გაიცემა მაქსიმუმ 6 თვის ვადით.
ვიზის მისაღებად საჭიროა ონლაინ განაცხადის შევსება ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ვიზის მოსაკრებლის გადახდა და ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება ვიზის განაცხადის ცენტრში. გადაწყვეტილება ჩვეულებრივ მიიღება დაახლოებით 3 კვირაში.
სტანდარტული ტურისტული ვიზა არ იძლევა მუშაობის ან გრძელვადიანი სწავლის უფლებას.

ბრიტანეთის სტანდარტული ტურისტული ვიზის სავალდებულო მოთხოვნები
-
მოქმედი პასპორტი (ვიზიტის დასრულების შემდეგაც უნდა იყოს მოქმედი)
-
ონლაინ განაცხადის ფორმის შევსება
-
ვიზის მოსაკრებლის გადახდა
-
ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება (ფოტო და თითის ანაბეჭდები)
-
მოგზაურობის მიზნის დასაბუთება (ტურიზმი, სტუმრობა და ა.შ.)
-
ფინანსური შესაძლებლობის დამტკიცება (საკმარისი თანხა მგზავრობისა და ყოფნისთვის)
-
დაბრუნების განზრახვის დადასტურება (სამუშაო, სწავლა, ოჯახური კავშირები)
-
საცხოვრებლის ინფორმაცია ბრიტანეთში (სასტუმრო ან მოწვევა)
-
მგზავრობის დეტალები (დაახლოებით თარიღები და გეგმა)
მოკლევადიანი ვიზა:
სტანდარტული ვიზა (≤6 თვე): £127 (ფუნტ სტერლინგი)
გრძელვადიანი ვიზები:
2 წლის - £475
5 წლის - £848
10 წლის - £1,059
მნიშვნელოვანი:
საქართველოში მცხოვრები მოქალაქისთვის განაცხადის ფიზიკური ბიომეტრიული პროცედურები და საბუთების ჩაბარება ხდება სავიზო ცენტრში - VFS Global-ის სავიზო ცენტრში.
სავიზი მომსახურების გასაწევად აუცილებელია 4 თვით ადრე დაწყება.
სავიზო მომსახურების მისაღებად აუცილებელია წინასწარ დამიკავშირდეთ!
სერვისის ღირებულება თითო აპლიკანტზე შეადგენს: EUR 595
(*ფასში არ შედის სავიზო მოსაკრებელი).



