top of page
  • TikTok
  • Facebook
  • Linkedin
  • Instagram
DSC00815_edited_edited_edited.jpg

მარიკა ვალნერი
ზღვა გამოცდილება!

ჩემი ისტორია​

მეგრელი გერმანელი – ასე ვიხსენიებ საკუთარ თავს, როცა მეკითხებიან: "სადაური ხარ?"


ეთნიკური გერმანელი ვარ, დაბადებული საქართველოში (კატერინენფელდი – დღევანდელი ბოლნისი) და გაზრდილი გერმანიის ქალაქ კასელში.

განათლებით საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების და ტურიზმის მენეჯმენტის კურსდამთავრებული.

 

18 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემი პასპორტი იქნებოდა შესაძლებლობა მემოგზაურა და საკუთარი თვალით მენახა მსოფლიო. ყოველთვის მჯეროდა, რომ მოგზაურობა საუკეთესო განათლებაა, რომელიც გვეხმარება ვნახოთ – როგორი პატარაა სინამდვილეში ჩვენი სამყარო.

მოგზაურობაზე შეყვარებული, მუდამ ისეთ კარიერაზე ვოცნებოდი, სადაც მოგზაურობასაც შევძლებდი და ჩემი პროფესიული უნარების გაღრმავებასაც.

 

ხოდა ეს ნატვრაც ამიხდა. 27 წლის ასაკში ავიხდინე ბავშვობის ოცნება და გავხდი ქალი მეზღვაური. ჩემი პირველი გასვლა ჩემი საოცნებო შტატიდან, მაიამის პორტიდან დაიწყო კარიბის კუნძულების მიმართულებით. აქ მივხვდი, რომ ოცნებები ხდება, თუ მასზე იმუშავებ.

9+ წლიანი საზღვაო და სახმელეთო პროფესიული გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ მსურდა ჩემი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ქართველებისთვის – მოგზაურობისა და ვიზა პროცესის სწორად დაგეგმვაში.

დღეს, ჩემი გამოცდილება არის სერვისი, სადაც მიიღებთ პერსონალიზირებულ სავიზო სერვისებს, რომელიც დაყრდნობილია ჩემს პრაქტიკულ და პროფესიულ გამოცდილებაზე.​

ჩემი მიზანია საქართველოს მოქალაქეებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს შეგიმსუბუქოთ ამერიკის, ბრიტანეთის და ავსტალიის სავიზო პროცესები, რომ თქვენი სავიზო გამოცდილება იყოს მშვიდი და უდარდელი.

შეუძლებელი არაფერია! მთავარია მიზანი, მონდომება და სწორი მომზადება!

bottom of page